ჩვენ შესახებ
2 90 44 43
info@grato.ge
კოსტავას გამზ. 37/39, თბილისი

გრატო“ მრავალპროფილიანი კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს-საწარმოში ახდენს ინვესტირებას, მათ შორისაა უძრავი ქონება, სასტუმროების ბიზნესი, სათბურები და საცალო ვაჭრობა. ინვესტირების ამგვარი პოლიტიკის მიზანია უცხოელი ინვესტორების მოძიება, მათთვის საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზება და ადგილობრივი პარტნიორის პოზიციიდან, მათი საქმიანობის ზრდასა და განვითარებაში დახმარება. ჩვენი კომპანია ინვესტორებს უნიკალური, მომგებიანი პროექტების დიდ არჩევანს სთავაზობს. სანდო რეპუტაციის და ბიზნესკონტაქტების ფართო ქსელის წყალობით, ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდი ინვესტორებს დაეხმარება იმ წარმატების მიღწევაში, რომელსაც ისინი საქართველოში საქმიანობისგან ელიან.

გრატო პასაჟი

გრატო პასაჟი“ კომპანია „გრატომ“ 2010 წელს დააარსა. „გრატო“ უმაღლესი კლასის საოფისე შენობა და საცალო ვაჭრობის სივრცეა, რომელიც თბილისის შუაგულში მდებარეობს. მისი თანამედროვე დიზაინი უნიკალურად ეხამება ძველი ქალაქის არქიტექტურულ ესთეტიკას. „გრატო პასაჟში“ ამჟამად საქართველოს საუკეთესო ბრენდები და კომპანიებია განთავსებული. რვასართულიანი შენობა, რომელიც 12 000 კვ.მ ფართობს იკავებს, მასში განთავსებულ ბიზნესებს ყოველმხრივ კეთილმოწყობილი სივრცით და პარკირების დიდი ფართით უზრუნველყოფს.

გრატო Light

Grato Light განათების კომპანიაა, რომელიც კლიენტებსა და პარტნიორებს მსოფლიოს წამყვან, LED განათების ბრენდებს სთავაზობს ისეთი მწარმოებლებისგან, როგორებიცაა CREE და GRIVEN. Grato Light-ის ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – სატელევიზიო ანძაა, რომელიც მთაწმინდაზე მდებარეობს. ანძაზე უახლესი ტექნოლოგიის, მაღალხარისხიანი სანათებია დამონტაჟებული. ამასთან, Grato Light-ი პასუხისმგებელია საქართველოს რკინიგზის ყველა სადგურის განათების შეცვლაზე ტრადიციული ნატრიუმის ნათურიდან LED ნათურებით, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ელექტროენერგიაზე გაწეულ ხარჯებს. უახლესი LED განათების გამოყენებით, Grato Light-ი მუდმივად ცდილობს საქმიანობაში გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებას და სადაც შესაძლებელია, ენერგიის კონსერვაციას.

გრატო City Center

Grato City Center 2012 წელს შეიქმნა. შენობა საცალო სავაჭრო სივრცის 4500 კვადრატულ მეტრს იკავებს. მასში ქვეყნის უმსხვილესი სამომხმარებლო ელექტროსაქონლის პროვადერი კომპანია „ელიტ ელექტრონიქსია“ განთავსებული. შენობა საბურთალოზე, თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს.

გრატო სათბური

გრატოს სათბურები“ ჰოლანდიელ ინვესტორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად დაარსდა. კომპანიაში უამრავი დასახელების ყვავილი და მცენარე გამოჰყავთ, რომლებიც შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით იყიდება. დღესდღეობით, ჩვენი კომპანია საქართველოში ყვავილების და მცენარეების ყველაზე მსხვილი კულტივატორია. „გრატოს სათბურები“ ასევე დაკავებულია სხვადასხვა მცენარის იმპორტით იტალიიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან. ამასთან, ჩვენს კლიენტებს თავიანთი ბაღებისთვის დიზაინის, მომარაგების და დეკორაციის სერვისს ვთავაზობთ. „გრატო სათბურს“ სულ 10 000 კვ.მ. ფართობი უკავია, რასაც ემატება  5 000 კვ.მ. ღია სივრცე ეზოს მცენარეებისთვის.

www.gratogreenhouse.ge
კუბიკი

კუბიკი“ სამშენებლო მასალების მსხვილი საცალო გაყიდვების კომპანიაა. მისი პროდუქციის უმეტესი ნაწილი თურქეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და ესპანეთიდანაა იმპორტირებული. კომპანია კლიენტებს მეტლახის, წყალგაყვანილობის, გათბობის და სამშენებლო მასალების, ასევე შპალერების და რბილი იატაკის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის სავაჭრო წერტილი თბილისში, ისნის რაიონში მდებარეობს, 4000 კვ.მ. ფართობი უკავია და იმ უბანში ყველაზე დიდია.

www.cubicbmc.ge
ფაბრიკა

კომპლექსი „ფაბრიკა“ „გრატოსა“ და სასტუმროთა ქსელის „აჭარა ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. „ფაბრიკა“ სხვადასხვა დანიშნულების მქონე სივრცეთა გაერთიანებაა, რომელიც საბჭოთა ეპოქის დროინდელ ტექსტილის ფაბრიკის ყოფილ შენობაშია განთავსებული. კომპლექსის ცენტრალური ნაწილი ჰოსტელს უჭირავს, რომელშიც ასამდე ოთახია. დანარჩენი ადგილი კი ბარებს, კაფეებს და სამუშაო სივრცეებს უკავია.

www.fabrikatbilisi.ge
Rixos თბილისი

გრატო“ ამჟამად მუშაობს ხუთვარსკვლავიანი ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც თბილისის მთავარ პროსპექტზე, რუსთაველზე იქნება განლაგებული. სასტუმრო პირველ სტუმრებს 2019 წელს მიიღებს. მისი ოპერატორი საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი Rixos-ი იქნება. სასტუმროს ექნება 140 ოთახი, საპრეზიდენტო აპარტამენტი, ღია აუზი და სპა, ასევე საკონფერენციო ოთახები ბიზნესკლიენტებისთვის. Rixos-ის პროექტს „გრატო“ GMG Group-თან ერთად ახორციელებს, რომლის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.